გაყინული ტბის ჩატეხვას მსხვერპლი მოჰყვა

დაიღუპა 4 ასაკოვანი მამაკაცი

1591141
გაყინული ტბის ჩატეხვას მსხვერპლი მოჰყვა

შვედეთის ქალაქ იონკუპინთან ახლოს მდებარე სავჟოს რაიონში, ყინულით დაფარულ ვალსჟონის ტბაში, ყინულის ჩატეხვის შედეგად ტბის წყალში ჩავარდნილი ოთხი ადამიანი დაიღუპა. იონკოპინის პოლიციის დეპარტამენტიდან ქვეყნის ოფიციალურ სააგენტო TT-სათვის გავრცელებულ განხადებაში აღინიშნა, რომ ჩატეხილი ყინულის შედეგად დამხრჩვალი ოთხი მოქალაქის ცხედარს მიაგნეს,რომელთა ასაკი დაახლოებით  65-75 წლებს შორის მერყეობს. ამავე ცნობით, ჯერ ჯერობით ძალოვანებს არ აქვთ რაიმე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ იმყოფებოდნენ ეს ადამიანები გაყინულ ტბაზე და ცხედრების იდენტიფიკაცცის შემდეგ მათ ახლობლებს გადასცემენ



მსგავსი ინფორმაციები