არგენტინის ყოფილი პრეზიდენტი გარდაიცვალა

არგენტინის ყოფილი პრეზიდენტი გარდაიცვალა

1583472
არგენტინის ყოფილი პრეზიდენტი გარდაიცვალა

არგენტინის ყოფილი პრეზიდენტი კარლოს საულ მენემი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ცნობით,  გასული წლის დეკემბრის დასაწყისში, მენემი საშარდე სისტემის ინფექციით სასწრაფოდ საავადმყოფოში მოათავსეს და მას შემდეგ მკურნალობის კურსს დედაქალაქ, ბუენოს აირესში გადიოდა.

კარლოს მენემი არგენტინის პრეზიდენტის თანამდებობას 1989-1999 წლებში იკავებდა.

ცნობისათვის, მენემის სირიული წარმოშობის გამო მეტსახელად „El Turco“ უწოდებენ, რაც  ესპანურად „თურქს“ ნიშნავს. იგი იყო მეორე პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას მართავდა 1983 წელს არგენტინაში დემოკრატიის აღდგენის შემდეგ.


საკვანძო სიტყვები: #კარლოს საულ მენემი , #არგენტინა

მსგავსი ინფორმაციები