ბაიდენი მექსიკის საზღვარზე აგებული კედლის დაფინანსებას წყვეტს

ბაიდენი მექსიკის საზღვარზე აგებული კედლის დაფინანსებას წყვეტს

1582430
ბაიდენი მექსიკის საზღვარზე აგებული კედლის დაფინანსებას წყვეტს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, დაასრულა "ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება", რომელიც გზას უხსნის ფედერალური ბიუჯეტიდან მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის, მიერ მექსიკის საზღვარზე აგებული კედლის დაფინანსებას.

ამ საკითხზე წარმომადგენელთა პალატასა და სენატში გაგზავნილ წერილში ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ტრამპის მიერ გაკეთებულ „გამოცხადებას“ არასაჭიროდ მიიჩნევს.

”მე ვაცხადებ, რომ ამერიკელი ხალხისგან მიღებული გადასახადების სასაზღვრო კედლის ასაშენებლად არ გამოყენება ჩვენი მმართველობის პოლიტიკაა.” - დასძინა ბაიდენმა.

მისივე თქმით, მან კონგრესს შეატყობინა, რომ ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სამხრეთ საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილება გაუქმებულია.

ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ, კითხვაზე, დატოვებენ თუ არა საზღვარს ჯარისკაცები ბაიდენის მიერ გადადგმული ამ ნაბიჯით, განაცხადა: ”წლის ბოლომდე იქ მყოფი ჯარისკაცებისთვის დაფინანსება გამოყოფილია. ამიტომ იმ სამხედროებთან დაკავშირებით ახალი ვითარება არ შექმნილა.“

ყოფილმა პრეზიდენტმა, ტრამპმა, გადაწყვიტა მექსიკის საზღვართან უკანონო შემოსავლების თავიდან ასაცილებლად აეშენებინა ფოლადის კედელი, რომელიც მოიცავს არიზონას, ტეხასს და კალიფორნიის შტატების ნაწილს.



მსგავსი ინფორმაციები