აქტუალური თემის ანალიზი 54

გეოპოლიტიკური შეშფოთება

1559840
აქტუალური თემის ანალიზი 54

 

 

კორონავირუსის ეპიდემია რომ არ ყოფილიყო, 2020 წელს  გეოპოლიტიკურ საკითხებს შორის ალბათ ყველაზე მეტი სასაუბრო და საკამათო  იქნებოდა 19 წლის შემდეგ აშშ-ის თალიბებთან მოლაპარაკებების მაგიდაზე დაჯდომა და ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ეს ორივე მოვლენა ძალიან დიდ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფაქტს წარმოადგენენ. ამასთან, 2020 წელს, კორონას ეპიდემიამ მოიტანა ისეთი შედეგები, რომლებმაც მნიშვნელოვნად იმოქმედეს საერთაშორისო პოლიტიკაზე და ამიტომ 2020 წელი, კაცობრიობის ისტორიაშიც და  ჩვენს მეხსიერებაშიც ალბათ ყველა დროის ყველაზე ცუდ პერიოდად დარჩება. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის დირექტორის მურატ იეშილთაშის ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

ეპიდემიის ერთ ერთი მნიშვნელობა ის არის, რომ მან გამოიწვია მთელი რიგი მოვლენები, რომლებმაც ღრმად შეარყიეს გლობალურ სისტემა. ეპიდემიის პირველ ფაზაში დომინირებდა ნარატივი იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ღრმად იმოქმედებდა გლობალურ პოლიტიკაზე. მოგვიანებით კი, ამ მიმართულებით ნარატივი უფრო ფრაგმენტულად გამოჩნდა და ეს ცვლილებების ნარატივი შეიცვალა გლობალური შეშფოთებით, რომელსაც სამი გამორჩეული თვისება გაანია და ესენია: რისკი, გაურკვევლობა და პესიმიზმი მომავლის შესახებ.

გლობალური შეშფოთების და ახალი მდგომარეობის ეს სამი მახასიათებელი იწვევს ახალ ვითარებას სახელწოდებით "გეოპოლიტიკური შეშფოთება" და ეს შეშფოთება ერთ საერთო საკაცობრიო საზრუნავს შეესაბამება. ესენი არის რისკი, გაურკვევლობა და ბუნდოვანება. შეშფოთების პირველი ფორმა, რომელიც აყალიბებს ამ სიტუაციას, ეხება გლობალური სისტემის მომავალს. გლობალური სისტემის მომავლის ყველაზე დიდი საზრუნავი კი დასავლეთში იზრდება. მართლაც და, დასავლეთში შეშფოთების მდგომარეობა თანდათან ღრმავდება იმის გამო, რომ მათი აზრით, დასავლეთის სტრატეგიული უპირატესობა დასასრულს უახლოვდება, თუმცა, ჩანაცვლებული სტრატეგიული უპირატესობაც ჯერ ჯერობით  საკმაოდ ბუნდოვანია.

ეს შეშფოთება, რომელიც მონათლულია როგორც "დასავლეთის უღიმღამოება", როგორც თვით დასავლეთ სამყაროში, ასევე გლობალური მასშტაბითაც, კორონავირუსის პერიოდში, როგორც ჩანს, კიდევ უფრო გაღრმავდა. "ამერიკა ბრუნდება" მიდგომა, რომელიც გამოიხატება როგორც დასავლეთის სწრაფვა თავისი სტრატეგიული უპირატესობის აღსადგენად, ხოლო ამის პარალელურად ევროპული სწრაფვაც "სტრატეგიული ავტონომიისკენ," სწორედ შეესაბამება ამგვარი შეშფოთებისგან თავის დაღწევის მცდელობას.

კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც გლობალური სისტემის მომავლის შესახებ შეშფოთებას აღრმავებს, არის ის, რომ ისეთი გლობალური მოთამაშე, როგორიცაა ჩინეთი, რომელიც ნაჩვენებია როგორც პოსტ-დასავლური წესრიგის დამყარების უძლიერესი კანდიდატი, ვერ შესძლებს გლობალური ჰორიზონტის მატერიალურ ძალაუფლებას, რადგან, არსებობს დიდი კითხვები და ეჭვები ჩინეთის "მიდგომებთან" დაკავშირებით როგორც გლობალური კლიმატური ცვლილებისადმი, ასევე  საერთო გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებითაც. მოთამაშეების მცდელობებმა, რომლებიც საშუალო და ზედა დონის კატეგორიაში იმყოფებიან და რომლებიც ემზადებიან დასავლეთის შემდგომი პოზიციების გასაძლიერებლად, სტატუს-კვოს გადაადგილებით კიდევ უფრო გააღრმავეს დასავლურზე ორიენტირებული გეოპოლიტიკური შეშფოთება.

კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ამ გეოპოლიტიკურ შეშფოთებას აღრმავებს, არის რისკის მრავალფეროვნება. როგორც კორონას ეპიდემიამ აჩვენა, დღსდღეობით გლობალური ჯანმრთელობის რისკი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ტერორიზმით გამოწვეული რისკი. ტერორი გლობალური ფენომენია, მაგრამ მას არ გააჩნია ისეთი ტექტონიკური მობილიზაცია, რომელიც გააჩნია კოვიდ-19-ს და მომავალში სხვა შესაძლო გლობალურ ეპიდემიებს. ეს გაურკვევლობა კი ზრდის რისკის ფასს და იწვევს მთელი სისტემის ახლიდან გამოკითხვას.

გაურკვეველ რისკს გეოპოლიტიკური შეშფოთება ყოველთვის გადაჰყავს გლობალურ დონეზე. სახელმწიფოებს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტები და დაძაბულობები, ართულებს გეოპოლიტიკური შეშფოთების მართვას, რის გამოც სახელმწიფოები, დამოუკიდებელი პოლიტიკის გზას ადგებიან. სწორედ აქედან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი განწყობა, რომელიც შეიძლება ვივარაუდოთ კორონას შემდგომ სამყაროში და რომელიც გამოვა წინა პლანზე, იქნება გეოპოლიტიკური შეშფოთების საზრუნავი, წერს SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის დირექტორი მურატ იეშილთაში



მსგავსი ინფორმაციები