საფრანგეთში კატასრტროფა განიცადა სამაშველო ვერტმფრენმა

დაიღუპა 5 კაცი

1542080
საფრანგეთში კატასრტროფა განიცადა სამაშველო ვერტმფრენმა

საფრანგეთის საჰაერო სამსახურის (SAF) კუთვნილი ვერტმფრენის, სავოის რეგიონში ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Twitter-ის ანგარიშით განაცხადა, რომ ავიაკატასტროფაში დაღუპული 5 ადამიანიდან სამი საჰაერო სამაშველო ჯგუფიდან, ხოლო 2 კი რესპუბლიკური გვარდიიდან (CRS) არიან. მისივე თქმით, ერთი ადამიანი ავარიას დაშავებული გადაურჩა და იგი სავადმყოფოშია გადაყვანილი. ხვალ ზოგიერთ ოფიციალურ პირთან ერთად უბედური შემთხვევის ადგილს ეწვევა შინაგან საქმეთა მინისტრი ჯერალდ დარმანი. სავოიას გუბერნატორის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ SAF-ს კუთვნილი ვერტმფრენი გუშინ საღამოს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე ბონვილიარდის მახლობლად 1800 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზები ჯერ-ჯერობით დაუდგენელია



მსგავსი ინფორმაციები