იაპონიამ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

იაპონიამ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა რუსეთს, რომელმაც განალაგა სარაკეტო თავდაცვის სისტემა მის ჩრდილოეთით მდებარე კურილიის კუნძულებზე

1538971
იაპონიამ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

იაპონიამ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა რუსეთს, რომელმაც განალაგა სარაკეტო თავდაცვის სისტემა მის ჩრდილოეთით მდებარე კურილიის კუნძულებზე.

პრესკონფერენციაზე იაპონიის კაბინეტის მთავარმა მდივანმა კატო კაცუნობუმ მწვავე რეაქცია გამოხატა რუსეთის მიმართ, რომელმაც კურილიის კუნძულებიდან კუნძულ ეტოროფუზე თავდაცვის სისტემა S-300V4 დაამონტაჟა.

”განლაგება ხელს უწყობს ჩრდილოეთ რეგიონებში რუსეთის შეიარაღებას. ეს ვითარება შეუთავსებელია და მიუღებელია კუნძულების მიმართ ჩვენი ქვეყნის პოზიციისთვის.“-განაცხადა იაპონიის კაბინეტის მთავარმა მდივანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საპროტესტო ნოტა დიპლომატიური გზით იქნა გაგზავნილი, სარაკეტო სისტემის ეტოროფუზე განლაგებას ვერ დაუშვებენ და დაამატა: ”ჩვენ გავაგრძელებთ ჩრდილოეთ რეგიონების ჩათვლით შორეულ აღმოსავლეთში რუსეთის სამხედრო ტენდენციების და მათი უსაფრთხოების კუთხით შედეგების ყურადღებით მონიტორინგს.”

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, რეგიონში რუსეთის საჰაერო სივრცის დარღვევის სცენარებთან დაკავშირებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კურილიის კუნძულებზე განლაგებული საჰაერო თავდაცვის სისტემები S-300 შემოწმდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კუნძულებზე პირველად განლაგებული საჰაერო თავდაცვის სისტემები არის S-300V4 სისტემა, რომელიც S-300-ის მოდელის უახლესი თაობაა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირმა, იაპონიის წყნარი ოკეანისა და ოხოტის ზღვის გამყოფი დაახლოებით 1300 კილომეტრზე გადაჭიმული კურილიის კუნძულების ანექსირება 1945 წელში მოახდინა.

ანექსიის შემდეგ იაპონიის მიერ "ჩრდილოეთ რეგიონებად" წოდებული ტერიტორიების საკითხზე შეუთანხმებლობის გამო რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად მოლაპარაკებებზე მხარეებმა შედეგს ვერ აღწევენ.


საკვანძო სიტყვები: #საპროტესტო ნოტა , #რუსეთი , #იაპონია

მსგავსი ინფორმაციები