უნისეფი: „გასულ წელს 110 ათასი ბავში დაიღუპა შიდსით“

ნიგერიაში გასულ წელს 22 ათასი ბავშვი დაინფიცირდა შიდსით

1538384
უნისეფი: „გასულ წელს 110 ათასი ბავში დაიღუპა შიდსით“

ცნობილი გახდა, რომ გასულ წელს  ნიგერიაში 22 ათასი  ბავშვი, იმუნური დეფიციტის სინდრომის დაავადებით (შიდსი) დაინფიცირდა. აღნიშნულთან დაკავშირებით UNICEF-მა, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, 1-ელ დეკემბერთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2019 წელს ნიგერიაში 0-14 წლამდე 22 ათასი  ბავშვი ხსენებული დაავადებით დაინფიცირდა. ამავე ანგარიშის მიხედვით ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ხსენებულ დაავადებას 150 ათასზე მეტი ბავშვი ატარებს. UNICEF-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ისიც არის აღნიშნულის, რომ მსოფლიო მასშტაბით გასულ წელს შიდსის დაავადებით 110 ათასი ბავში დაიღუპა, ამათგან 13 ათასი მხოლოდ ნიგერიაში.


საკვანძო სიტყვები: #შიდსი , #ნიგერია , #მსოფლიო

მსგავსი ინფორმაციები