ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა მსოფლიოში მილიონ 241 ათას 750-ს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა მსოფლიოში მილიონ 241 ათას 750-ს გადააჭარბა

1523254
ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა მსოფლიოში მილიონ 241 ათას 750-ს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) შედეგად დაღუპულთა რიცხვმა მსოფლიოში მილიონ 241 ათას 750-ს, ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა 49 მილიონ 159 ათას 635-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა კი 35 მილიონ 66 ათას 970-ს გადააჭარბა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ტიპის კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა რიცხვი 241,26-მდე, შემთხვევების რაოდენობა 9 მილიონ 926 ათას 637-მდე გაიზარდა.

ინგლისში, სადაც კოვიდ -19 ეპიდემიის გამო 48 ათას 120 ადამიანი გარდაიცვალა, შემთხვევების რაოდენობა მილიონ 123 ათასამდე გაიზარდა. კოვიდ 19-თან საბრძოლველად გამოცხადებული კარანტინის პირველ დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე ლონდონში 104 ადამიანი დააკავეს.

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 445 ადამიანი დაიღუპა ეპიდემიის გამო რითაც მთლიანი რიცხვი 40 ათას 192-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 34 ათას 505-ით გაიზარდა და 824 ათას 879 შეადგინა.

კოვიდ-19-ის გამო საფრანგეთში დაღუპულთა რიცხვი 39 ათას 37-მდე, ხოლო შემთხვევების რაოდენობა 1 მილიონ 601 ათასამდე გაიზარდა.

ესპანეთში, სადაც ვირუსის გამო 38 ათას 386 ადამიანი გარდაიცვალა, შემთხვევების რაოდენობამ მილიონ 365 ათასამდე მიაღწია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში კოვიდ -19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 166-ით 11 ათას 190-მდე გაიზარდა. რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით დაავადებულთა რიცხვი 21 506-ით 619 ათას 116-მდე გაიზარდა.

ავსტრალიაში, ვიქტორიის შტატის დედაქალაქ მელბურნში, რომელმაც მკაცრი ზომებით შეძლო ეპიდემიის მეორე ტალღის დამარცხება, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. მელბურნში, სადაც ქვეყნის მასშტაბით კოვიდ -19 – ით გარდაცვალების 907 შემთხვევიდა 819 დაფიქსირდა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 18 ათას 671 ტესტირება ჩატარდა და ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. შტატში, კოვიდ -19 – ით ბოლო 10 დღის განმავლობაში არც ერთი გარდაცვალების და 7 დღის განმავლობაში არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 51 993 შემთხვევაა, მათ შორის 37 019 გამოჯანმრთელდა, 423 კი გარდაიცვალა.

 



მსგავსი ინფორმაციები