პუტინი: „ერდოღანი ზეწოლის მიუხედავად დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებს“

პუტინი: „ერდოღანი ზეწოლის მიუხედავად დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებს“

1514338
პუტინი: „ერდოღანი ზეწოლის მიუხედავად დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებს“

რუსეთის პრეზიდენტმა  ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ  მის ქვეყანასა და თურქეთს შორის განხორციელებულ პროექტებში, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მტკიცე პოზიცია უწყობს ხელს. მისი თქმით, ერდოღანი ზეწოლის მიუხედავად დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებს. ვლადიმერ პტინმა ამის შესახებ, ვიდეოკონფერენციის მეთოდით „ვალდაი“-ს  საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის შეკითხვებს უპასუხა და დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. პუტინმა თურქეთ-საფრანგეთს შორის, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან დაკავშირებით წარმოქმნილ დაძაბულობაში მისი ქვეყნის შუამდგომლობასაც უპასუხა და განაცხადა, რომ რუსეთს როგორც თურქეთთან, ასევე საფრანგეთთანაც კარგი ურთიერთობა აქვს.

„ჩვენ კარგი, მაგრამ არა სრულფასოვანი ურთიერთობა გვაქვს საფრანგეთთან. თანამშრომლობის მოცულობა იზრდება თურქეთთან. თურქეთი ჩვენი მეზობელია. ჩვენი ურთიერთობა მნიშვნელოვანია როგორც რუსეთისთვის, ასევე თურქეთისთვის. ამ შემთხვევაში, მე არ ვფიქრობ, რომ საჭიროა ორ ქვეყანას შორის ჩვენი შუამავლობის საჭიროება. ორივე ქვეყანას, მაგალითად თურქეთს, შეუძლიათ გადაწყვიტოს საკუთარი ურთიერთობა, ისევე როგორც საფრანგეთმა. მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანის პოზიცია მკაცრი ჩანს, მე ვიცი, რომ ის მოქნილია. მასთან შეიძლება ლაპარაკი საერთო ენაზე. იმედი მაქვს, რომ ეს მდგომარეობაც გაუმჯობესდება“, განაცხადა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტმა ანკარა-მოსკოვს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა: „თურქეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ორმხრივი სავაჭრო მოცულობა 20 მილიარდ დოლარზე მეტია. პრეზიდენტი ერდოღანი ზეწოლის მიუხედავად დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებს. სწორედ ამის ნათელი მაგალითია უმოკლეს ხანში „თურქული ნაკადი“-ს პროექტის განხორციელებაც. ევროპასთან ერთად მსგავს პროექტებს ასეთი სწრაფი ტემპით ვერ ვახორციელებთ.  ევროპასთან „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის საკითხთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს. თურქეთთან ერთად კი მათი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე „თურქული ნაკადი“-ს პროექტი უმოკლეს ხანაში განვახორციელეთ. ამაში რა თქმა უნდა ყველაზე დიდი წვლილი ერდოღანს მიუძღვის. მან თქვა, რომ ეს უნდა განვახორციელოთო და ჩვენს განვახორციელეთ. თურქეთთან სამხედრო სფეროშიც მრავალ პროექტებს ვანხორციელებთ. მათ შორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს S-400-ს საკითხში. ასეთ პარტნიორთან მუშაობა  ძალიან სასიამოვნო და უსაფრთხოა.“



მსგავსი ინფორმაციები