ევროკავშირი, ბაქოსა და ერევანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დამორჩილებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი, ბაქოსა და ერევანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დამორჩილებისკენ მოუწოდებს

1511812
ევროკავშირი, ბაქოსა და ერევანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დამორჩილებისკენ მოუწოდებს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა  წარმომადგენელმა, ჯოზეფ  ბორელმა აზერბაიჯანსა და სომხეთს, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დამორჩილებისკენ მოუწოდა. ბორელიმ მთიან ყარაბარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ კონფლიქტმა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია რა,  ევროკავშირი მკაცრად გმობს ყველა ასეთ თავდასხმას.

„მთიან ყარაბაღში მოსახლეობა უკვე დიდი ხანია განიცდის  ტკივილს.  კონფლიქტმა ფართო და მიუღებელი მსხვერპლი გამოიწვია მშვიდობიან მოსახლეობაში. ევროკავშირი გმობს ამგვარ თავდასხმებს, მათი წარმოშობის მიუხედავად. ახლახანს ვესაუბრე სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რათა დამერწმუნებინა ისინი, რომ ცეცხლის შეწყვეტა უპირობოდ უნდა განხორციელდეს და ორივე მხარემ უნდა დაიცვას. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ეს გაუმართლებელია. ევროკავშირი მზადა არის მხარი დაუჭიროს მხარეებსა და ეუთო-ს მინსკის ჯგუფს კონფლიქტის გრძელვადიან მოგვარებაში. ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს,“ აცხადებს ჯოზეფ ბორელი საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები