ყირგიზეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მზად არის პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის

ყირგიზეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მზად არის პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის

1504932
ყირგიზეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მზად არის პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჯეენბეკოვმა, ქვეყანაში სახელმწიფო შენობების დაკავებისა და საპარლამენტო არჩევნების გაუქმების შემდეგ განაცხადა, რომ ”ის მზად არის პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის.”

ჯეენბეკოვმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბიშკეკიდან ადევნებს თვალყურს ქვეყანაში სახელმწიფო შენობების დაკავების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, გუშინ მეორედ გააკეთა წერილობითი განცხადება.

პრეზიდენტის პრესცენტრის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ჯეენბეკოვი მზადაა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის და ჯერ-ჯერობით არცერთ მხარეს არ შეუთავაზებია მოლაპარაკების ერთი პლატფორმაც კი პრობლემის გადაწყვეტისთვის.

„როგორც პრეზიდენტი, მე მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო დღევანდელი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად...  მე კარგად მესმის ხალხის მოთხოვნები. ყველანაირად ვცდილობ შექმნილი კრიზისის მოგვარებას.”- აცხადებს ჯეენბეკოვი.

12 პოლიტიკური პარტიის მომხრეებმა, რომლებმაც არ ცნეს 4 ოქტომბერს ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგები, დემონსტრაციების შემდეგ დაიკავეს საპრეზიდენტო შენობა და პარლამენტი.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც აკონტროლებენ პრემიერ-მინისტრის ოფისს, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ ხელისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყეს.



მსგავსი ინფორმაციები