აშშ-მ აზერბაიჯანასა და სომხეთსს "მოლაპარაკებებისკენ" მოუწოდა ...

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანასა და სომხეთსს "მოლაპარაკებებისკენ" მოუწოდა

1501831
აშშ-მ აზერბაიჯანასა და სომხეთსს "მოლაპარაკებებისკენ" მოუწოდა ...

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანასა და სომხეთსს "მოლაპარაკებებისკენ" მოუწოდა ...

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეილი მაკნენიმ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

კითხვაზე, თუ რა კომენტარს გააკეთებს მთიანი ყარაბაღის ბოლოდროინდელ ვითარებასთან დაკავშირებით, მაკნენიმ გაიხსენა ეუთოს მინსკის ჯგუფის ლიდერების რუსეთის პრეზიდენტის პუტინის, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება.
მაკნენიმ დასძინა, რომ აღნიშნულ განცხადებაში დაგმობილია რეგიონში ძალადობის ფაქტები და დაამატა: ”ჩვენ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს მოვუწოდებთ რაც შეიძლება მალე კეთილი ნების საფუძველზე და წინაპირობების გარეშე გააგრძელონ მოლაპარაკებები მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით.”
ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე, შიშობენ თუ არა რეგიონში არსებული ძალების ამ კონფლიქტში ჩარევაზე, მაკნენიმ დასძინა, რომ ამ საკითხზე სხვა კომენტარს არ გააკეთებს.

მეორეს მხრივ, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის (პენტაგონის) პრესსპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თომას კემპბელმა განაცხადა: ”როგორც აზერბაიჯანისთვის ასევე სომხეთისთვის ჩვენი ყველა დახმარების ყურადღებით რესტრუქტურიზაცია მოვახდინეთ, ისე რომ მათ შორის არსებულ კონფლიქტთან არ იყოს ასოცირებული.“

მისივე თქმით, ვითარება საკმაოდ ცვალებადია, პენტაგონი მოვლენებს ახლოდან აკვირდება და დაამატა: „ძალადობას ვგმობთ და დაღუპულების ოჯახებს ვუსამძიმრებთ.“


საკვანძო სიტყვები: #სომხეთი , #აზერბაიჯანი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები