თვითმკვლელური თავდასხმა სამხედრო პოლიციის განყოფილებაზე

დაიღუპა 9 კაცი

1500830
თვითმკვლელური თავდასხმა სამხედრო პოლიციის განყოფილებაზე

ავღანეთის სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში, ბომბით დატვირთული სატვირთო ავტომანქანით სამხედრო პოლიციის განყოფილებაზე განხორციელებული თვითმკვლელური თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. ჰელმანდის გუბერნიის პრეს-სპიკერის, ომერ ზუვაქის განცხადებით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა, ბომბით დატვირთული ავტომანქანა, ვაზირის რაიონის სამხედრო პოლიციის განყოფილების წინ ააფეთქა და დაღუპული 9 ადამიანიდან 5 უსაფრთხოების თანამშრომელია, დანარჩენები კი სამოქალაქო პირებს წარმოადგენენ. ამ თავდასხმაზე ჯერ-ჯერობით არავინ აიღო პასუხისმგებლობა



მსგავსი ინფორმაციები