იორდანიის მეფემ აბდულაჰმა სენატის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო

იორდანიის მეფემ აბდულაჰმა სენატის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო

1498796
იორდანიის მეფემ აბდულაჰმა სენატის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო

იორდანიის მეფემ აბდულაჰმა სენატის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.

სამეფო საბჭოს მიერ გაკეთებული წერილობითი განცხადების თანახმად, მეფე აბდულაჰმა გამოცემული განკარგულებით დღეიდან სენატი დაითხოვა.

მოგვიანებით მეფე აბდულაჰმა მეორე განკარგულება გამოსცა, რომელშიც ნათქვამია, რომ სენატი ხელახლა შეიქმნა ფაისალ აკიფ ფაიზის თავმჯდომარეობით.

გუშინ იორდანიის მეფემ ასევე დაითხოვა პარლამენტის პირველი ფრთა, წარმომადგენელთა პალატა.

იორდანიის პარლამენტი ორი ფრთისგან შედგება: "სენატი", რომელიც შედგება მეფის მიერ დანიშნული პირებისგან და "წარმომადგენლთა პალატა" რომლის წევრებსაც ირჩევენ.

ქვეყანაში 10 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.


საკვანძო სიტყვები: #სენატი , #მეფე , #იორდანია

მსგავსი ინფორმაციები