ისრაელ-ემირატებს შორის შეთანხმებას ოფიციალურად ხელი 15 სექტემბერს მოეწერება

ისრაელ-ემირატებს შორის შეთანხმებას ოფიციალურად ხელი 15 სექტემბერს მოეწერება

1487623
ისრაელ-ემირატებს შორის შეთანხმებას ოფიციალურად ხელი 15 სექტემბერს მოეწერება

ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის ე.წ.  სამშვიდობო შეთანხმებას ხელი 15 სექტემბერს, ვაშინგტონში მოეწერება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, თეთრი სახლის მაღალჩინოსანი ავრცელებს, რომლის ვინაობაც არ სახელდება. ამავე ინფორმაციით, 15 სექტემბერს ხსენებულ ქვეყნებს შორის მიღწეული შეთანხმების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც პრეზიდენ დონალდ ტრამპის მასპინძლობით გაიმართება, სავარაუდოდ  ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და არაბთა გაერთიანებული საემიროების პრინცის მუჰამედ ბინ ზაიედის ძმა და საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულაჰ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევის თაობაზე მიმდინარე წლის 13 აგვისტოს განაცხადა.

არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის პირველი სახელმწიფოა, რომელიც დიპლომატიურ კონტაქტებს ამყარებს ისრაელთან და მსოფლიოში მესამე არაბული ქვეყანა, რომელმაც ასეთი ნაბიჯი გადადგა. 1979 წელს ისრაელმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწია ეგვიპტესთან, 1994 წელს კი  იორდანიასთან.


საკვანძო სიტყვები: #ვაშინგტონი , #ემირატები , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები