ფრანგი ოფიცერი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით  დააკავეს

ფრანგი ოფიცერი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით  დააკავეს

1482052
ფრანგი ოფიცერი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით  დააკავეს

იტალიის ქალაქ ნეაპოლში ნატო-ს ბაზის ფრანგი ოფიცერი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით  დააკავეს.

რადიო Europe 1-ის ინფორმაციით, ოფიცერი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, 21 აგვისტოს ნეაპოლის ნატო-ს ბაზაზე დაბრუნების დროს, რუსეთის დაზვერვისთვის საიდუმლო დოკუმენტებისა და ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით საფრანგეთის შიდა დაზვერვის განყოფილებამ (DGSİ) დააკავა და მის წინაღმდეგ გამოძიება დაიწყო.

ინფორმაციაში აღინიშნა, რომ დაახლოებით 50 წლის ოფიცერი იმავე დღეს "უცხო ქვეყნის ძალებისთვის ინფორმაციის მიწოდების, ეროვნული ინტერესებისათვის სახიფათო ინფორმაციის შეგროვების ბრალდებით“ დააპატიმრეს.


საკვანძო სიტყვები: #ჯაშუშობა , #ოფიცერი , #საფრანგეთი

მსგავსი ინფორმაციები