გერმანიამ, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში კიდევ ერთხელ დიალოგის მოწოდება გააკეთა

გერმანიამ, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დაძაბულობის შესამცირებლად კიდევ ერთხელ დიალოგის მოწოდება გააკეთა

1480858
გერმანიამ, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში კიდევ ერთხელ დიალოგის მოწოდება გააკეთა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ შესაძლებელია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დაძაბულობის დიალოგის გზით შემცირება.

მერკელმა ტრადიციულ საზაფხულო პრესკონფერენციაზე განაცხადა: "მე (თურქეთსა და საბერძნეთს შორის) შევეცადე დაძაბულობა არ გაზრდილიყო. ეს ზოგჯერ შესაძლებელია მხოლოდ ორივე მხარის განმეორებითი საუბრებით. იქ ეკონომიკური ზონის წილთან დაკავშირებული დისკუსიები მხოლოდ ერთად შეიძლება ჩატარდეს. გერმანია ამისათვის მუშაობს.“

მერკელმა ასევე დასძინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან, ინტენსიური მოლაპარაკებები აქვს და რომ თურქეთი და საბერძნეთი ნატოს მოკავშირეები არიან.

”კონფლიქტი ნატოს ორ წევრს შორის არის. ეს ჩვენ გულგრილს ვერ დაგვტოვებს. თუნდაც ამ მიზეზით, ალიანსის შიგნით ეს ყველაფერი უნდა დაზუსტდეს. ”-აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ერთ-ერთ შეკითხვაზე მერკელმა განაცხადა, რომ დღეს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბარი დაგეგმილი არ არის და დაამატა: "თუმცა, ჩვენ მას ძალიან ხშირად ვესაუბრებით. როგორც ყოველთვის, თუ საუბარი გვექნება, მაშინვე მოგაწოდებთ ინფორმაციას."



მსგავსი ინფორმაციები