ჯეიმს ჯეფრი ვიზიტით ანკარაში ჩავიდა

აშშ-ს სირიაში სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს ჯეფრი ანკარაში ოფიციალური შეხვედრების გასმართად ჩავიდა

1479841
ჯეიმს ჯეფრი ვიზიტით ანკარაში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სირიაში სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს ჯეფრი და მისი თანმხლები დელეგაცია, დედაქალაქ ანკარაში ოფიციალური შეხვედრების გასმართად ჩავიდა.

ესენბოღას აეროპორტში პრესის წარმომადგენლებისთვის განცხადების გაკეთებისას, ჯეფრიმ აღნიშნა, რომ ანკარაში ჟენევიდან ჩავიდა და რომ სირიის საკითხთან დაკავშირებით არის "საინტერესო მოვლენები".

ჯეიმს ჯეფრიმ აღნიშნა, რომ სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის შეხვედრების მესამე ტური ჟენევაში დაიწყო და დაამატა:

”ეს კარგი დასაწყისი იყო. თურქეთის მიერ საკონსტიტუციო კომიტეტის ყველა წევრის, განსაკუთრებით ოპოზიციის წახალისება, ძალიან დაგვეხმარა.”

მისივე თქმით, კომიტეტის რამდენიმე წევრი ამჟამად ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ტესტის შედეგებს ელოდება და აღნიშნა: ”მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო კომიტეტი გააგრძელებს პოლიტიკურ გზაზე  სვლას და ნამდვილად არ შეწყვეტს პროგრესირებას.”

ჯეფრიმ სირიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა: "ამ კონფლიქტის სამხედრო ფაზა უნდა დასრულდეს. რეჟიმის მიერ მოსაპოვებელი საფუძველი აღარ არსებობს. რეჟიმი უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და დანარჩენი საერთაშორისო საზოგადოებით უნდა დაინტერესდეს. ეს ჩვენი პრიორიტეტია. ამ საკითხზე ჩვენ ასევე ვესაუბრებით თურქეთის ხელისუფლებას... ამ კითხვას მე ბევრჯერ ვუპასუხე აქ ბოლო 2 წლის განმავლობაში. ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთის ძალიან ახლო მოკავშირეა. სირიის გარდა ბევრ სფეროში ჩვენ ეს ფასეულობა დავამტკიცთ.”

სირიის საკითხის მოგვარებაში თურქეთის როლის შეფასებაზე დასმულ შეკითხვაზე ჯეფრიმ უპასუხა, რომ ამ საკითხში „თურქეთს ცენტრალური ადგილი უკავია.“

ჯეფრი გუშინ, სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის მე -3 ტურის სესიის ფარგლებში ასევე შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ელჩს სედათ ონალს, რომელიც ჟენევაში შეხვედრებს მართავდა.



მსგავსი ინფორმაციები