ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები შეთანხმდნენ

ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები შეთანხმდნენ

1472827
ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები შეთანხმდნენ

როგორც, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ, Twitter-ით გავრცელებულ მესიჯში იუწყება, ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ.

„უდიდესი მიღწევა. ისტორიული მშვიდობიანი შეთანხმება ჩვენს ორ დიდ მეგობარს, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის“, აცხადებს დონალდ ტრამპი. ტრამპის ამ განცხადებას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც უპასუხა და შეთანხმებას ისტორიული მოვლენა უწოდა.

შეთანხმება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური, კულტურული, სავაჭრო, ურთიერთობების დამყარებას გულისხმობს. ასევე შეთანხმება, ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის, უსაფრთხოების და სხვა მრავალ სფეროში თანამშრომლობასაც მოიცავს.  სანაცვლოდ კი ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს  ნაწილის ანექსიის გეგმას აჩერებს.

არაბული ქვეყნებიდან დღემდე მხოლოდ იორდანიას და ეგვიპტეს აქვთ ისრაელთან აქტიური დიპლომატიური ურთიერთობები. ეგვიპტემ ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებას  1979 წელს მიაღწია, ხოლო იორდანიამ, 1994 წელს.



მსგავსი ინფორმაციები