სერბეთსა და კოსოვოს შორის მოლაპარაკებები განახლდა

სერბეთსა და კოსოვოს შორის მოლაპარაკებები განახლდა

1456827
სერბეთსა და კოსოვოს შორის მოლაპარაკებები განახლდა

სერბეთსა და კოსოვოს შორის მოლაპარაკებები  20 თვიანი პაუზის შემდეგ ევროკავშირის შუამდგომლობით ისევ განახლდა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელის მასპინძლობით ბრიუსელში გამართულ შეხვედრას, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ავდულა ჰოტი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ძირითადად  უგოზუკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული. დაახლოებით ერთ საათიანი შეხვედრის შემდეგ ვუჩიჩიმ განაცხადა, რომ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიღწეულ ვერ იქნა, მაგრამ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დარეგულირების მიზნით ევროკავშირის შუამდგომლობით პირველი მოლაპარაკებები 2011 წელს დაიწყო რა, შემდეგ შეწყდა. ბოლო შეხვედრა კი 2018 წლის ნოემბერში გაიმართა.

ცნობისათვის კოსოვოს ომი 1998-1999 წლებში მიმდინარეობდა და მასში ნატო-ც ჩაერთო. ამ ომში 6000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2008 წელს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რომელიც მრავალმა  სახელმწიფომ ცნო, მათ შორის ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ და აშშ-მ.



მსგავსი ინფორმაციები