პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის არაოფიციალური შედეგები ცნობილია

დიდი ალბათობით დუდამ გაიმარჯვა

1453877
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის არაოფიციალური შედეგები ცნობილია

 

პოლონეთში გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, არაოფიციალური შედეგების თანახმად, ანდრეი დუდამ გაიმარჯვა. პოლონური ახალი ამბების სააგენტოს PAP-ის ცნობით, ეგზიტპოლების თანახმად, ანდრეი დუდამ, რომელსაც მხარი დაუჭირა მმართველმა პარტიამ, ხმების 50,4 პროცენტი მიიღო, ხოლო მისმა მეტოქემ, ვარშავის მერმა რაფალ ტრზასკოვსკიმ კი, 49,6 პროცენტი. ქვეყანაში, სადაც 30 მილიონამდე რეგისტრირებული ამომრჩეველია, არჩევნებში აქტიურობა 68.9 პროცენტით დაფიქსირდა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც ჩატარდა 28 ივნისს, 11 კანდიდატი მონაწილეობდა და მათგან მეორე ტურში გასვლა დუდამ (43%) და ტრზასკოვსკიმ (30%) მოახერხეს



მსგავსი ინფორმაციები