გუტერესის აზრით, პანდემიამ ტერორიზმის ახალი სფეროები შეიძლება გააჩინოს

“მათი დამარცხება გლობალური თანამშრომლობით შეიძლება მოგვარდეს“

1450330
გუტერესის აზრით, პანდემიამ ტერორიზმის ახალი სფეროები შეიძლება გააჩინოს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა განაცხადა, რომ კოვიდ-19 ეპიდემიამ შეიძლება ახალი ტერაქტები გამოიწვიოს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ციფრული ტექნოლოგიის ბოროტად გამოყენება, კიბერ შეტევები, ბიოლოგიური ტერორიზმი და ა.შ. იგი სიტყვით გამოვიდა გაეროს  ტერორიზმთან ბრძოლის კვირეულის ფარგლებში და აღნიშნა, რომ დაეში, ალ-ქაიდა და მათთან დაკავშირებული ჯგუფები, ასევე ნეონაცისტები, ე.წ. თეთრი რასის დამცველები და სხვა სიძულვილის ჯგუფები, ცდილობენ სარგებელი  მიიღონ დაყოფისა და ადგილობრივი კონფლიქტებისგან. მისივე აზრით, სწორედ ამ მიზნით, დეაში კვლავ ცდილობს რესტრუქტურიზაციას სირიასა და ერაყში. ”კორონავირუსის ეპიდემიამ აჩვენა ჩვენი სუსტი წერტილები ახალი ტერორისტული თავდასხმების წინააღმდეგ, როგორიცაა ციფრული ტექნოლოგიის ბოროტად გამოყენება, კიბერ შეტევები და ბიოლოგიური ტერორიზმი,” განაცხადა მან და დაამატა რომ ტერორიზმსაც, ისევე როგორც ვირუსებს, არ აქვს საზღვრები და რომ ეს პრობლემა მხოლოდ საერთო გზით და გლობალური თანამშრომლობით შეიძლება მოგვარდეს



მსგავსი ინფორმაციები