ბრიუსელში თავსაბუის (ჰიჯაბი)  მატარებელთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ბრიუსელში თავსაბუის (ჰიჯაბი)  მატარებელთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა

1449934
ბრიუსელში თავსაბუის (ჰიჯაბი)  მატარებელთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან სკოლებში თავსაბურის (ჰიჯაბი)  ტარების აკრძალვის შემცველი გადაწყვეტილება გააპროტესტეს. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდების საფუძველზე ამ საკითხის გასაპროტესტებლად Mont Des Arts-ის მოედანზე ათასობით აქციის მონაწილე შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა, „თავსაბური ადამიანის უფლებაა“, „შორს ხელები ჩემი თავსაბურიდან“, „სად არის ჩვენი თავისუფლება?“, „არ შეეხო  განათლებას“, „კმარა“ ტრანსფარანტებით მსვლელობა მოაწყვეს.

აქციის მონაწილეებმა მთავრობას მოუწოდეს, რომ კანონების მიღების დროს მუსლიმი ქალების უფლებები და თხოვნებიც გაითვალისწინონ.

ბელგიის საკონსტიტუციო სასამართლომ სკოლებში ყოველგვარი რელიგიური სიმბოლოს აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას, ქვეყნის მაგისტრატთა სასამართლომ უნდა  მიიღოს.



მსგავსი ინფორმაციები