„ლიბიაში, თურქეთი კი არა, საფრანგეთი თამაშობს სახიფათო თამაშს“

„ლიბიაში, თურქეთი კი არა, საფრანგეთი თამაშობს სახიფათო თამაშს“

1442883
„ლიბიაში, თურქეთი კი არა, საფრანგეთი თამაშობს სახიფათო თამაშს“

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მხრიდან,  თურქეთის მიმართ ლიბიის საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, იმის თაობაზე, რომო თითქოს და ანკარა, ლიბიაში „სახიფათო თამაშს თამაშობს“ ფრანგულ მედიაში დიდი კრიტიკა მოჰყვა.  

საფრანგეთის სახელმწიფო რადიოსადგურ, რადიო ფრანსე-ს საერთაშორისო  მაუწყებლობის მენეჯერმა ჟან-მარკ ფოურმა, მაკრონის პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საფრანგეთს არ აქვს უფლება, თურქეთი, საერთაშორიოს სამართლის და პოლიტიკის არენაზე  განსაჯოს.  Euronews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლიბიის საკითხთან დაკავშირებით დუმილის უფლების გამოყენება თუ არსებობს, ესეც პარიზმა უნდა გამოიყენოს, რადგან,  ლიბიის კრიზისი,  2011 წელს სწორედ, რომ საფრანგეთის ექსპრეზიდენტ ნიკოლა  სარკოზის პერიოდში დაიწყო.  ამავე ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ საფრანგეთის მხრიდან ლიბიაში არალეგიტიმური ლიდერის, ხუნტა ხალიფა ხაფთარის   მხარდაჭერის მრავალი მტკცებულება არსებობს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი, ლიბიაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ  (გაერო) აღიარებული ლიბიის ეროვნული კონსენსუსის მთავრობას (UMH) უჭერს მხარს.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ლიბია , #საფრანგეთი

მსგავსი ინფორმაციები