მაასმა ფრანგი კოლეგა მიიღო

განიხილეს ისრაელის ანექსიის გეგმები

1439680
მაასმა ფრანგი კოლეგა მიიღო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა, თავისი ფრანგი კოლეგა ჟან-ივ ლე დრიანი მიიღო და  შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს რა, აღნიშნეს რომ ისინი შეშფოთებულნი არიან ისრაელის მიერ დასავლეთის სანაპიროს ანექსიის გეგმის გამო. მაასის თქმით, მსოფლიოში მრავალი კონფლიქტი არსებობს და მათ სურთ დაიცვან მულტილატერალიზმი, რათა გაძლიერდეს დისციპლინაზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი. ” ისრაელის ანექსიის გეგმების გამო ჩვენ ორივენი შეშფოთებულები ვართ არა მხოლოდ ისრაელის, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის”, ხაზგასმით განაცხადა მაასმა. ლე დრიანმა კი აღნიშნა, რომ შუა აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და ამ მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობენ ევროპელ პარტნიორებთან, რათა არ მოხდეს პალესტინური მიწების ისრაელის მხრიდან ანექსია, ხოლო ანექსიის შემთხვევაში კი ეს იქნება საერთაშორისო სამართლის დარღვევა. “ისრაელისა და პალესტინის მომავალში მშვიდობიანი თანაცხოვრების  ერთადერთი გამოსავალია  პრობლემის 2 სახელმწიფოებრიობის ფარგლებში გადაწყვეტა“, აღნიშნა ფრანგმა მინისტრმა და დაამატა, რომ ეს ანექსია რეგიონში მორიგ არასტაბილურობას გამოიწვევს, რაც მათ ეს არ სურთ



მსგავსი ინფორმაციები