კონფლიქტი ჩინეთ-ინდოეთის საზღვარზე

ორივე მხრიდან ათობით სამხედრო დაიღუპა

1437538
კონფლიქტი ჩინეთ-ინდოეთის საზღვარზე

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ჩინელ ჯარისკაცებთან წარმოქმნილ შეტაკებაში 20 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა. საინფორმაციო სააგენტო ANI-ს ცნობით, ლადახის რეგიონში მდებარე გალვანის ხეობაში მკაცრი შეტაკება მოხდა ინდოეთისა და ჩინეთის სამხედრო ძალებს შორის და სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით, ამ კონფლიქტში დაიღუპა 20 ინდოელი ჯარისკაცი, მათ შორის 1 ოფიცერი და ეს გახდა ორ ქვეყანას შორის ბოლო 45 წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე ძალადობრივი კონფლიქტი. ამავე ინფორმაციით, ამ კონფლიქტში ჩინეთმა კი 43-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. ლადახი, რომელიც მდებარეობს ინდოეთის ჩინეთის საზღვარზე, სადავო გახდა 2017 წლის აქეთ და ორ ქვეყანას შორის 3500 კილომეტრიან საზღვარზე, მხოლოდ ეს მონაკვეთია სადავო



მსგავსი ინფორმაციები