მორიგი რასიზმის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა საფრანგეთში

მორიგი რასიზმის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა საფრანგეთში

1435494
მორიგი რასიზმის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა საფრანგეთში

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში რასიზმის და პოლიციის ძალადობის საწინააღმდეგო  მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. არასანქცირებული საპროტესტო აქცია, პარიზში „ადამისთვის სამართლის კოლექტივის“  ორგანიზებით გაიმართა. აქციის მონაწილეები,  2016 წლის ზაფხულში  პარიზის გარეუბნიდან პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს დაღუპული წარმოშობით აფრიკელი  24 წლის ადამ ტრაორესათვის, რომლის სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, სამართალს ითხოვდნენ. დედაქალაქ პარიზში შეკრებილი აქციის მონაწილეები „სამართალი ადამასთვის“,  „პოლიციელი მკვლელია“, „არა პოლიციის ძალადობას“ „სამართლის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია“ სახის ლოზუნგებს სკანდირებდნენ. აქიას ესწრებოდა ასევე ადამა ტრაორეს და, ასსა ტრაორეც, რომელმაც აქ სიტყვით გამოსვლისას პოლიციის ძალადობა დაგმო და ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ, მინეაპოლისში  პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვლილი 46 წლის წარმოშობით აფრიკელი  ჯორჯ ფლოიდი გაიხსენა.

მშვიდობიანი აქცია მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. პარიზის პოლიციის სამმართველოდან გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე 26 ადამიანი დააკავეს.

პარიზში გამართულ აქციას პალესტინის მომხრე ჯგუფიც შეუერთდა, რომლებმაც როგორც რასიზმის და პოლიციის ძალადობა, ასევე ისრაელის მხრიდან პალესტინის ტერიტორიების ანექსიაც დაგემს.

მსგავსი საპროტესტო აქციები საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.



მსგავსი ინფორმაციები