მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 3 მილიონ 966 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 3 მილიონ 966 ათასს გადააჭარბა

1435053
მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 3 მილიონ 966 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) მსოფლიოში გარდაცვლილთა რიცხვმა 428 ათასს, შემთხვევების რაოდენობამ 7 მილიონ 739 ათასს და გამოჯანმრთელებულთა კი 3 მილიონ 966 ათასს გადააჭარბა.

ეპიდემიის ცენტრად გადაქცეულ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 116 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განცხადებით, გარდაცვლილთა რიცხვის 4 ივლისამდე 130 ათასამდე გაზრდას ელიან.

იტალიაში ეპიდემიით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათში 56-ით 34 ათას 223-მდე, დაავადებულთა კი 393-ით 236 ათას 305-მდე გაიზარდა.

საფრანგეთში ეპიდემიის გამო ბოლო 24 საათში 28 ადამიანი გარდაიცვალა და ამით მთლიანი რიცხვი 29 ათას 374-მდე, ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა კი 726-ით 193 ათას 692-მდე გაიზარდა.

ესპანეთში 5 დღეა ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევის თაობაზე შეტყობინება არ გავრცელებულა. ჯანდაცვის სამინისტროს ძველი მონაცემების რევიზირების მიხედვით, გარდაცვლილია 27 ათას 136 ადამიანი, დაინფიცირდა 155 რითაც მთლიანმა რიცხვმა 243 ათას 209-ს მიაღწია.  „ახალი ნორმალური“ სახელწოდების პოცესზე 15 ივნისს მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება გალისია გადავა. იმავე თარიღიდან მოყოლებული მხოლოდ პორტუგალიასთან ჩრილოეთ სახმელეთო საზღვარი გაიხსნება, ტურიზმში საპილოტე რეგიონად არჩეულ ბალეარის კუნძულებზე კი შესვლის უფლებას გერმანელ ტურისტებს მისცემენ.

პორტუგალიაში კი კოვიდ-19-ის გამო ბოლო 24 საათში ერთი ადამიანი დაიღუპა, რითაც მთლიანი რიცხვი 1505-მდე, დაავადების კი 270-ით 36 ათას 180-მდე გაიზარდა.

10 მილიონიან შვედეთში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 4 ათას 854-მდე, შემთხვევებისამ კი 49 ათას 684-მდე მოიმატა.

ნორვეგიაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 242-მდე, შემთხვევების 8 ათას 608-მდე გაიზარდა. ფინეთში კი ეს ციფრებია 325 და 7 ათას 73. ამ ორმა ქვეყანამ ორშაბათს ნორვეგიის გარდა ყველა მოსაზღვრე ქვეყანასთან საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილებამ შვედეთის მკაცრი რეაქცია გამოიწია.



მსგავსი ინფორმაციები