სამხედრო გადატრიალების მცდელობა არ ყოფილა

“გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო დეზინფორმაციას წარმოადგენენ“

1433859
სამხედრო გადატრიალების მცდელობა არ ყოფილა

ზიმბაბვეს არმიამ, პრეზიდენტ ემერსონ მნანანგაგვას წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ  ბრალდება, უარყო. ეროვნული მას-მედიის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა კაზემბე კაზემბემ, დედაქალაქ ჰარარაში, სხვა ძალოვანებთან ერთად პრეს-კონფერენცია გამართა და პრეზიდენტ მნანანგაგვას წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს  უსაფუძვლო დეზინფორმაცია უწოდა რა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი დეზინფორმაციები მიზნად ისახავენ მნანანგაგვას იმიჯისა და ავტორიტეტის შელახვას: ”ზიმბაბვეს მთავრობა,  ყველა თავის სტრუქტურასთან ერთად უარყოფს ამ დეზინფორმაციებს,”  აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა. როგორც ცნობილია, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მნანანგაგვამ, ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე, 2017 წლის ნოემბერში განხორციელებული სამხედრო გადატრიალებით შეცვალა



მსგავსი ინფორმაციები