ჯორჯ ფლოიდი დაკრძალეს
ჯორჯ ფლოიდი დაკრძალეს
1433063
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში 25 მაისს პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად მოკლილი 46 წლის წარმოშიბით აფრიკელი ჯორჯ ფლოიდი მშობლიურ ქალაქ ჰიუსტონში დაკრძალეს.
დაკრძალვის ცერემონიალზე ვიდეოკონფერენციის მეთოდით სიტყვით გამოსულმა, აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ფლოიდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ როდესაც ჯორჯ ფლოიდისთვის სამართალი აღსრულდება, აშშ რასობრივი სამართლიანობის გზას დაადგება.
შეგახსენებთ, რომო 46 წლის წარმოშობით აფრიკელი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა, რომელიც მალე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშიც გავრცელდა.