ჯორჯ ფლოიდის მკვლელობსი შემდეგ დაწყებული რასიზმის საწინააღმდეგო აქციები მსოფლიოს მასშტაბით გრძელდება
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობსი შემდეგ დაწყებული რასიზმის საწინააღმდეგო აქციები მსოფლიოს მასშტაბით გრძელდება
დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლში, რასიზმის საწინააღმდეგო აქციის დროს, მონების ვაჭრის ქანდაკება გაანადგურეს.
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში 25 მაისს პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად მოკლილი 46 წლის წარმოშიბით აფრიკელი ჯორჯ ფლოიდის გასაპროტესტებლად დაწყებული აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გრძელდება. ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში რასიზმის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართა. მათგან ერთი ლონდონში, ამერიკის საელჩოს წინ, ხოლო მეორე პრემიერმინისტრის სასახლესთან. აქციის მონაწილეები „შავკანიანთა სიცოცხლე ღირებულია“, „სამართლის გარეშე, მშვიდობა შეუძლებელია“, „ინგლისიც არ არის უდანაშაულო“ სახის ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
ლონდონის გარდა, საპროტესტო აქციები გაიმართა ასევე ბრისტოლისა და შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში. ბრისტოლში აქციის მონაწილეებმა მე-17 სააკუნის პერიოდის ამსახველი მონების ვაჭრის ქანდაკება გაანადგურეს.
ჯორჯ ფლოიდის მიმართ სოლოდარობის აქცია გაიმართა ბელგიის დედდაქალაქ ბრიუსელშიც. იუსტიციის სახლთან შეკრებილი ათასობით ადამიანი „შავკანიანთა სიცოცხლე ღირებულია“ ლოზუნგს სკანდირებდნენ და ასევე პოლიციის ძალადობას აპროტესტებდნენ.
მსგავსი საპროტესტო აქცია გაიმართა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენშიც. 15 ათასზე მეტმა ადამიანმა ერთხმად გააპროტესტეს პოლიციის ძალადობა და „შავკანიანთა სიცოცხლე ღირებულია“, „რასიზმიც არის ეპიდემია“, „თეთრკანიანთა უპირატესობა უარყვე“, „ადამიანი ერთი რასაა“, „ვერ ვსუნთქავ“ და სხვა მსგავს ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
შეგახსენებთ, რომო 46 წლის წარმოშობით აფრიკელი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა, რომელიც მალე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშიც გავრცელდა.