ტრამპი ევროკავშირს და ჩინეთს კვლავ დაემუქრა

“ორივეს გავუზრდი საბაჟო გადასახადებს“

1430532
ტრამპი ევროკავშირს და ჩინეთს კვლავ დაემუქრა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი და ჩინეთი არ შეამცირებენ საბაჟო გადასახადს ამერიკულ ზღვის კიბორჩხალებზე, მაშინ, მათ უფრო მეტ საბაჟო გადასახადს დაუწესებთ. მაინეს შტატში ვიზიტის დროს დონალდ ტრამპი, ზღვის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს მრგვალ მაგიდაზე შეხვდათ და მათთან საუბარში რეაგირება მოახდინა რა ევროკავშირის მიერ ამერიკულ კიბორჩხალებზე დაწესებული საბაჟო გადასახადების სიდიდეზე, თქვა: “თუ ევროკავშირი  და ჩინეთი არ შეამცირებენ ამ გადასახადებს, მაშინ,  ვითარების გასათანაბრებლად ჩვენც გავზრდით საბაჟო გადასახადებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და ჩინეთიდან შემოტანილ ავტომობილებზე და სხვა პროდუქტებზე“



მსგავსი ინფორმაციები