მარია ზახაროვამ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების შესახებ განცხადება გააკეთა

მარია ზახაროვამ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების შესახებ განცხადება გააკეთა

1429853
მარია ზახაროვამ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების შესახებ განცხადება გააკეთა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარიაზახაროვას განცხადებით, რუსეთსა და თურქეთს მრავალმხრივი თანამშრომლობა გააჩნიათ.

ზახაროვამ ყოველდღიური ტრადიციული  პრესკონფერენიის დროს  ამერიკის სახელმწიფო უწყების ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ თურქეთ-რუსეთის ურთიერთობის გაღრმავებით შეშფოთებული არიან, ასე შეაფასა: „ჩვენ, თურქეთთან მრავალმხრივი თანამშრომლობა გაგვაჩნია, რომელიც ყოველგვარი ზეწოლის გარეშე ურთიერთინტერესების პრინციპებს ეფუძვნება. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ურთიერთპატივისცემითაა შესაძლებელი. ვაშინგტონში „ურთიერთპატივისცემა“ ტერმინის მნიშვნელობა დაივიწყა მგონი. თურქეთ-რუსეთის მრავალმხრივი ურთიერთობა შეიძლება ითქვას, რომ სხვებისთვისაც  სამაგალითო იყოს“.

ზახაროვამ, სირიაში არსებული მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იდლიბის დაძაბულობის დეესკალაციის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება პირნათლად სრულდება და თურქეთ-რუსეთის ერთობლივი პატრულირება გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები