პარიზში რასიზმის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
პარიზში რასიზმის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯ ფლოიდის მსგავსად დაკავების შემდეგ პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვლილი ადამ ტრაორეს მხარდამჭერი აქცია გაიმართა. პარიზის გუბერნიიდან გავრცელებული ინფორმაციით, რასიზმის წინააღმდეგ გამართული არასანქცირებული საპროტესტო აქცია „ადამისთვის სამართლის კოლექტივის“ ორგანიზებით გაიმართა. არასანქცირებულ საპროტესტო აქციაზე მრავალი დემონსტრანტი დააკავეს.
პოლიციამ დაახლოებით 20 ათასი აქციის მონაწილის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეებმა პარიზში ამერიკის საელჩოს მიმართულებით მსვლელობა მოქწყვეს. აქციის მონაწილეებმა, აქ ასევე, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო ამერიკის მთავრობაც გააპროტესტეს.
შეგახსენებთ, რომ ადამ ტრაორე 2016 წლის ზაფხულში პარიზის გარეუბნიდან პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს დაიღუპა. სასამართლო პროცესი კი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.