ვერტმფრენის კატასტროფას 4 კაცი ემსხვერპლა
ასეთ ავარიას გასულ მკვირასაც 3 კაცის სიცოცხლე შეეწირა
რუსეთში, ჩუკოტკას რეგიონში, "MI-8" ტიპის ვერტმფრენის მკაცრი დაშვების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "MI-8 ტიპის" სამხედრო ვერტმფრენმა, საწვრთნელი ფრენის დროს, ჩუკოტკის რეგიონში მდებარე უგოლნიე კოპის აეროპორტის მახლობლად მძიმე დაშვება გააკეთა. რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-თან საუბრისას, რეგიონალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის 4 წევრი ამ ავარიაში დაიღუპა. სავარაუდოდ, ეს კატასტროფა გამოიწვია ტექნიკურმა ხარვეზმა. გასულ კვირასაც, ამავე ტიპის ვერტმფრენის დედაქალაქ მოსკოვის რეგიონში მკაცრი დაშვების შედეგად 3 კაცი დაიღუპა
მსგავსი ინფორმაციები
ანტონიო ტაიანი: „თურქეთი სირიაში მდგომარეობის კონტროლის მიზნით მნიშვნელოვანი პარტნიორია“
ანტონიო ტაიანი: „თურქეთი სირიაში მდგომარეობის კონტროლის მიზნით მნიშვნელოვანი პარტნიორია“
საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი ირანის გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებენ
საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი ირანის გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებენ