გუშინდელ საჰაერო კატასტროფას ორი კაცი გადაურჩა
97 კაცი კი დაიღუპა
1422351
როგორც მოგეხსენებათ გუშინ, პაკისტანის ავიახაზების, PIA-ს კუთვნილი Airbus A-320 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც ეკიპაჟის 8 წევრთან ერთად 91 მგზავრი იმყოფებოდა, პაკისტანის ლაჰორის აეროპორტიდან აფრინდა და ყარაჩის აეროპორტის მახლობლად მდებარე დასახლებაში ჩამოვარდა. ცნობილი გახდა, რომ ამ თვითმფრინავის კატასტროფის დროს ორის გარდა, მის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა და ორივე გადარჩენილი ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობენ. ჯერ ჯერობით უცნობია კატასტროფის მიზეზები და მას დაწყებული გამოძიება დაადგენს