ფლორიდაში F-22 Raptor ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა

მისი პილოტი უვნებლად გადარჩა

1418415
ფლორიდაში F-22 Raptor ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა

  აშშ-ის საჰაერო ძალების კუთვნილი F-22 Raptor ტიპის გამანადგურებელი ფლორიდაში ჩამოვარდა. საჰაერო ძალებიდან გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ F-22 Raptor-ი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულ  თვითმფრინავს წარმოადგენს აშშ–ის ინვენტარიზაციაში, ფლორიდას შტატის ეგლინის საჰაერო ბაზიდან რუტინული ვარჯიშისთვის აფრინდა, მაგრამ, მცირე ხანში, ამავე საჰაერო ბაზიდან 19 კმ-ის სიშორეზე ჩამოვარდა. ამავე ინფორმაციით,  თვითმფრინავის პილოტი კატაპულტიროვკის შედეგად უვნებლად გადარჩა. ჯერ ჯერობით უცნობია კატასტროფის მიზეზები და მას დაწყებული გამოძიება დაადგენს. F-22 თვითმფრინავი, რომლის ღირებულება 150 მილიონი დოლარია, ცნობილია როგორც ყველაზე ძვირადღირებული თვითმფრინავი აშშ-ს არმიის ინვენტარიზაციაში და მისი ექსპორტი არ ხორციელდება



მსგავსი ინფორმაციები