სად იწარმოება F-35-ის მთავარი ორგანო?

ტრამპი განცხადებას აკეთებს

1417699
სად იწარმოება F-35-ის მთავარი ორგანო?

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ავიაგამანადგურებელ, F-35-ის  თვითმფრინავის ძირითადი ორგანოს წარმოება, რომელიც   თურქეთში ხორციელდებოდა, ისევ  გაგრძელდება. დონალდ ტრამპმა ამის შესახებ ტელეკომპანა „Fox“-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. „მსოფლიოს საუკეთესო ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავი F-35-ის მთავარი ორგანოს წარმოება თურქეთში ხდება.  ახლა (პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან)   კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ რა მოხდება, თუ ეს ასე არ იქნება? რა ვქნათ, თუ ისინი იტყვიან „ჩვენ F-35 ნაწილს არ მოგცემთო“? განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც თურქეთმა, რუსეთისგან S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემა შეისყიდა, აშშ-ს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 2002 წლიდან მოყოლებული F-35-ის წაროებაში ოფიციალური პარტნიორი თურქეთი, ამ პროგრამიდან გაიყვანეს. მაგრამ ტრამპის მხრიდან ახლა, ამდაგვარი განცხადებების აკეთებამ,  საზოგადოებაში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია.



მსგავსი ინფორმაციები