ხანძარი მოხუცთა თავშესაფარში

არის მსხვერპლი

1414827
ხანძარი მოხუცთა თავშესაფარში

რუსეთის ქალაქ კრასნოგორსკში, მოხუცებულთა თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა.  საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვთან ახლოს, ხანდაზმულთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათივე განცხადებით, ხანძრის გაჩენის დროს შენობაში 29 ადამიანი იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით გაოძიება დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები