ხაფთარის ძალები თავდასხმებს ისევ აგრძელებენ

თურქეთის და იტალიის  საელჩოების მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვებით თავდასხმა განხორციელდა

1413804
ხაფთარის ძალები თავდასხმებს ისევ აგრძელებენ

ლიბიაში არალეგიტიმური ხალიფა ხაფთარის ძალები  დედაქალაქ ტრიპოლზე თავადასხმებს აგრძელებენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ  (გაერო) აღიარებული ლიბიის ეროვნული კონსენსუსის მთავრობის (UMH) დაქვემდებარებაში მყოფ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხაფთარის ძალების მხრიდან დედაქაალქ ტრიპოლის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ კი  აინ ზარას რეგიონში განხორციელებული თავდასხმის შედეგად კიდევ 4 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ხაფთარის ძალების მხრიდან გასულ კვირას განხორციელებული თავდასხმების შედეგად მთლიანობაში 15 სამოქალაქო დაიღუპა, 30 კი დაშავდა.

მეორეს მხრივ, ტრიპოლიში თურქეთის და იტალიის  საელჩოების მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის ხელმძღვანელმა  ფაიეზ ალ-სარაჯმა ორივე ქვეყნის ელჩებს ტელეფონით დაუკავშირდა და მდგომარეობა ჰკითხა. აღნიშნული თავდასხმის დროს სამი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ხაფთარის  ძალებმა განახორციელეს.

 



მსგავსი ინფორმაციები