ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მილიონ 242 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მილიონ 242 ათასს გადააჭარბა

1411605
ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მილიონ 242 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) დაღუპულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 258 ათასს, დაავადებულთა 3 მილიონ 720 ათასს და გამოჯანმრთელებულთა კი მილიონ 242 ათას გადააჭარბა.

ეპიდემიის ცენტრალურ ბაზად გადაქცეულ ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაცვალების რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 70 ათასს გადასცდა. ნიუ-იორკში გარდაცვლილთა რაოდენობას დაემატა მოხუცებულთა თავშესაფრებში გარდაცვალების 1700 შემთხვევა, რომელიც რეგისტრირებული არ იყო.

იტალიაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი ერთ დღეში 236-ით 29 ათას 315-მდე გაიზარდა, დაავადებულთა რაოდენობა კი 1513-ით 98 ათას 467-მდე შემცირდა.

საფრანგეთში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ ბოლო 24 საათში 330-ით 25 ათას 531-მდე, დაავადებულთა რაოდენობამ 406-ით 204 ათას 659-მდე მოიმატა. საფრანგეთმა კოვიდ-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების 11 მაისიდან ეტაპობრივად შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.

დიდ ბრიტანეთში კოვიდ-19-ის გამო ბოლო 24 საათში 693 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც მთლიანი რიცხვი 29 ათას 427-მდე გაიზარდა. ინგლისმა ამ მონაცემებით უკან ჩამოიტოვა იტალია. გარდაცვალების რაოდენობის მიხედვით ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში აშშ-ს შემდეგ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ქვეყანაში 4 ათას 406 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.



მსგავსი ინფორმაციები