კოვიდ -19-ის კრიზისმა ოჯახში ძალადობა გაზარდა

კოვიდ -19-ის კრიზისმა ოჯახში ძალადობა გაზარდა

1406464
კოვიდ -19-ის კრიზისმა ოჯახში ძალადობა გაზარდა

კანადის ქალთა და გენდერული თანასწორობის საკითხთა მინისტრმა, მარიამ მოუნესფმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) კრიზისმა გაზარდა მათი რაოდენობა, ვინც ოჯახში ძალადობას იყენებს.

მოუნესფმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში 20-დან 30 პროცენტით გაიზარდა გენდერული ნიშნით ძალადობის და ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი.

მინისტრმა მაგალითად ტორონტოს ჩრდილოეთით მდებარე იორკის პოლიცია მოიყვანა, რომელმაც შეატყობინა, რომ იქ ოჯახში ძალადობის მაშვენებელი 22 პროცენტით გაიზარდა 17 მარტიდან, როდესაც სახლში დარჩენის ზომები ამოქმედდა.

მოუნესფმა აღნიშნა, რომ ასევე ბევრი ინციდენტის პოლიციისათვის შეტყობინება არ მომხდარა.


საკვანძო სიტყვები: #ოჯახური ძალადობა , #კოვიდ-19 , #კანადა

მსგავსი ინფორმაციები