ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 205 თასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 205 თასს გადააჭარბა

1405726
ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 205 თასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვი-19) გარდაცვლილთა რიცხვმა 205 თასს, შემთხვევების რაოდენობამ 3 მილიონს, გამოჯანმრთელებულთა კი კი 884 ათასს გადააჭარბა.

იტალიაში, სადაც ყოველდღიურად გარდაცვლილთა რიცხვი მცირდება, ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ით 260 ადამიანი დაუღიპა და მთლიანი რიცხვი 26 ათას 644-მდე გაიზარდა. ეს რიცხვი ყველაზე დაბალია 14 მარტის შემდეგ. შემთხვევების რაოდენობა კი 256 -ით 106 ათას 103-მდე გაიზარდა. პრემიერ ჯუზეპე კონტის განცხადებით, დაწესებული შეზღუდვები 4 მაისიდან ეტაპობრივად შემსუბუქდება

საფრანგეთში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათში 242-ით 22 ათას 856-მდე, ვირუსით დაავადებულთა კი 5 ათას 385-ით 191-ათას 358-მდე გაიზარდა. ბოლო 5 კვირის მონაცემებით, ეს ციფრები შემცირებაზე მიანიშნებს თუმცა ოჯახის ექიმთა პროფკავშირების საფრანგეთის თავმჯდომარემ ჟაკ ბატისტონმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ით სახლში გარდაცვლილთა რიცხვი მთლიან რაოდენობას არ ემატება და ქვეყნის მასშტაბით 9 ათასი ადამიანი სახლებში კოვიდ-19-ის გამო დაიღუპა.

დიდ ბრიტანეთში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათში 413-ით 20 ათას 732-მდე გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები