ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 165 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 165 ათასს გადააჭარბა

1401390
ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 165 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) დაღუპულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 165 ათასს, დაავადებულთა რაოდენობამ 2 მილიონ 402 ათასს, გამოჯანმრთელებულთა კი 615 ათასს გადააჭარბა.

ეპიდემიის ცენტრად გადაქცეულ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაღუპულთა რიცხვი 40 ათას 585-მდე, შემთხვევების კი 742 ათას 442-მდე გაიზარდა. ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ პრეზიდენტი ტრამპი კოვიდ-19-ის ეპიდემიასთან ბრძოლაში ქალაქის მარტო დატოვებაში დაადანაშაულა.

იტალიაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ ბოლო 24 საათში 433-ით მოიმატა და 23 ათას 660-ს მიაღწია, შემთხვევების რაოდენობამ კი 108 ათასს გადააჭარბა.

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათში 395-ით გაიზარდა და 19 ათას 718-ს მიაღწია. შემთხვევების რაოდენობა კი იმავე პერიოდში 7 ათას 701-ით 175 ათას 942-მდე გაიზარდა. დედაქალაქ პარიზის მერიის განცხადებით, ქალაქის ქუჩების დასასუფთავებლად გამოყენებული წყლის ნიმუშებში კოვიდ-19-ის კვალი აღმოჩნდა. წყლის გამოყენება შეჩერდა. პრემიერმა ედუარდ ფილიპემ ჯანდაცვის მინისტრ ოლივერ ვერანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: “იმისთვის, რომ ეპიდემიამდელ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, დიდი ხანი ლოდინი მოგვიწევს.“

გერმანიაში კორონავირუსის გამო დაღუპულთა რაოდენობა 4 ათას 586-მდე, დაავადებულთა რაოდენობა 145 ათას 185-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილ თურქთა რაოდენობა 87-მდე გაიზარდა.

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფოს ვიცეპრემიერმა და საგარაო საქმეთა მინისტრმა ქუდრეთ ოზერსაიმ განაცხადა, რომ ინგლისში მცოვრები 80 კვიპროსელი თურქი კოვიდ-19-ის გამო გარდაიცლალა.

ლათინური ამერიკის რეგიონში კოვიდ-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.



მსგავსი ინფორმაციები