უქმნის თუ არა საფრთხეს ჩერნობილის ტყეში გაჩენილი ხანძარი ატომურ ელექტროსადგურს?

ვლადიმირ ზელენსკიმ განცხადება გააკეთა

1398639
უქმნის თუ არა საფრთხეს ჩერნობილის ტყეში გაჩენილი ხანძარი ატომურ ელექტროსადგურს?

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჩერნობილში გაჩენილი ხანძარი ატომურ ელექტროსადგურს საფრთხეს არ უქმნის. ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში 4 აპრილს რეგიონში გაჩენილი ხანძრის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „მე თვალყურს ვადევნებ ჩერნობილის ზონაში მიმდინარე მოვლენებს. ვიცი, რომ მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. მადლობელი ვარ მათი გამბედაობით. რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს. 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურში მომხდარისგენ გაკვეთილები კარგად გვაქვს ნასწავლი.  მინდა ავღნიშნო, რომ ამ დროისათვის ხანძარი, ატომურ ელექტროსადგურს საფრთხეს არ უქმნის“.



მსგავსი ინფორმაციები