კოვიდ-19-ით დაავადებულთა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიონს მიაღწია

კოვიდ-19-ით დაავადებულთა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიონს მიაღწია

1398292
კოვიდ-19-ით დაავადებულთა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიონს მიაღწია

ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) დაღუპულთა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით 125 ათასს მიაღწია, დაავადებულთა რიცხვმა 2 მილიონს, გამოჯანმრთელებულთა კი 460 ათასს გადააჭარბა.

ეპიდემიის ცენტრად გადაქცეულ ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათში 533-ით 23 ათას 649-მდე გაიზარდა.  ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 25 ათას 56-ით 582 ათას 634-მდე გაიზარდა. ნიუ-იორკში 10 ათას 58 ადამიანია გარდაცვლილი და 200 ათასამდე დაინფიცირებული. ამავდროულად ნიუ-იორკის სამედიცინო დეპარტამენტის განცხადებით, 3 ათას 700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაც ტესტი არ ჰქონდათ ჩატარებული, მათაც კორონავირუსით გარდაცვლილად მიიჩნევენ და ციფრების რევიზირება მოახდინეს. ამ ვითარებაში ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვი 27 ათასამდე, შტატში კი 14 ათასამდე გაიზარდა.

იტალიაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 602-ით 21 ათას 67-მდე გაიზარდა. დაინფიცირებულია 162 ათას 488, გამოჯანმრთელებულია 37 ათას 130 ადამიანი.

საფრანგეთში კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათში 562-ით გაიზარდა და 15 ათას 529-ს მიაღწია, დაინფიცირებულია 143 ათას 303 ადამიანი.

გერმანიაში კიდევ 8 თურქი გარდაიცვალა კორონავირუსის გამო. ქვეყანაში 3 ათას 424 ადამიანია დაღუპული და მათგან 64 თურქია, ხოლო დაინფიცირებულია 132 ათასამდე ადამიანი.

ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ბრაზილიაში ვირუსის გამო 1532 ადამიანი დაიღუპა და 25 ათას 262 დაინფიცირდა და მათ შორისაა რიო დე ჟანეიროს შტატის გუბერნატორი ვილსონ ვიტცელი.

რეგიონის ქვეყნებიდან პერუს სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ ეპიდემიის გამო 230 ადამიანი დაიღუპა 10 ათასზე მეტი კი დაავადდა.

 



მსგავსი ინფორმაციები