ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით 107 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით 107 ათასს გადააჭარბა

1396233
ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით 107 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით 107 ათასს, დაავადებისამ კი 1 მილიონ 760 ათასს გადააჭარბა. გამოჯანმრთელებულია 400 ათასი ადამიანი.

იტალიაში კოვიდ -19 – ის ეპიდემიით დაღუპულთა რიცხვი ბოლო 24 საათის განმავლობაში 619 – ით 19 468 – მდე გაიზარდა. ქვეყანაში, სადაც შემთხვევების რიცხვმა 100 ათას 269-მდე მოიმატა, მილანში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხუცებულთა სახლებში გარდაცვლილთა ახლობლების საჩივრის საფუძველზე ეპიდემიის წინააღმდეგ ზომების არ გატარების და სიკვლდილიანობის გამოწვევის ბრალდებების გამო გამოძიება იწყება.

საფრანგეთში კოვიდ -19-ის ეპიდემიით დაღუპულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 643-ით გაიზარდა და 13.832-ს მიაღწია. ვირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობა იმავე პერიოდში 3 ათას 114 – ით გაიზარდა და 93 ათას 790 შეადგინა. მეორეს მხრივ, საფრანგეთის შრომის მინისტრმა მურიელ პენიკაუდმა სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ ქვეყანაში უმუშევრად დარჩენილთა რიცხვი 8 მილიონამდე გაიზარდა. სამსახურიდან ყველა განთავისუფლებული მთლიანი ხელფასის 70 პროცენტს სახელმწიფოსგან მიიღებს როგორც უმუშევრობის ანაზღაურებას.

კოვიდ-19-ის გამო დაღუპულთა რიცხვი დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში 917-ით 9,875-მდე გაიზარდა, ხოლო შემთხვევების რიცხვი კი 5,234 – ით  78,991 – მდე გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივი საკარანტინი, რომლის ვადაც კვირის დასაწყისში იწურება, სავარაუდოდ გაგრძელდება, ჩანს, რომ საზოგადოება არ ითვალისწინებს გაფრთხილებებს ქუჩაში არ გასვლის შესახებ.

ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ვითარება ასეთია:

ესპანეთში 16 ათას 353, ბელგიაში 3 ათას 346, ნიდერლანდებში 2 ათას 643, შვეიცარიაში 3 ათასი, შვედეთში 887, პორტუგალიაში 470, ავსტრიაში 337, დანიაში 260, პოლონეთში 195, ჩეხეთსი 123 ადამიანი დაიღუპა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის ეპიდემიით დაღუპულთა რიცხვი 2 ათას 91-ით გაიზარდა და 18,777-ს მიაღწია, ხოლო შემთხვევების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა.



მსგავსი ინფორმაციები