ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 94 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 94 ათასს გადააჭარბა

1395134
ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 94 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) დაღუპულთა რიცხვმა 94 ათასს გადააჭარბა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 1 მილიონ 600 ათასს მიუახლოვდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 350 ათასზე მეტია.

იტალიაში კოვიდ-19-ის ეპიდემიით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათში 610-ით 18 ათას 279-მდე გაიზარდა. მათ შორის არის 105 ექიმი და 28 ექთანი. ქვეყანაში, სადაც შემთხვევების რაოდენობა 96 ათას 877-მდე გაიზარდა, მთავრობამ მკაცრი კარანტინი 13 აპრილიდნ კიდევ ორი კვირით გააგრძელა.

საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის გამო გარდაცვლილთა რიცხვი 12 თას 210-მდე, დაავადებულთა კი 86 ათას 334-მდე გაიზარდა.

ბრიტანეთში კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 7 ათას 978-მდე გაიზრადა. ქვეყნის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც კოვიდ-19-ზე მკურნალობს, ინტენსიური თერაპიის გაყოფილებიდან გამოიყვანეს.

ესპანეთში, სადაც კოვიდ-19-ის გამო გარდაცვლილთა რიცხვი 15 ათას 238-მდე, შემთხვევების კი 152 ათას 446-მდე გაიზარდა, ეპიდემიასთან ბრძოლის მიზნით 14 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 26 აპრილამდე გააგრძელეს.

ეპიდეემის გამო გერმანიაში 2 ათას 431 ადამიანი გარდაიცვალა და მათ შორის 49 თურქია, დაავადებულთა რიცხვი კი 115 ათასამდე გაიზარდა.

ახალი ტიპის კორონავირუსის ცენტრად გადაქცეულ აშშ-ში იზრდება დაღუპულთა რაოდენობა. ქვეყანაში 14 ათას 831 ადამიანი გარდაიცვალა, 432 ათას 579 კი დაავადდა.

ამავდროულად ამერიკის ფლოტის ავიამზიდის "USS Theodore Roosevelt"-ის შემდეგ კოვიდ-19-ის შემთხვევები ავიამზიდებზე "USS Nimitz" და "USS Ronald Reagan"-ზეც დაფიქსირდა.



მსგავსი ინფორმაციები