ტრამპი:  „ირანი ერაყში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმებს გეგმავს“

ტრამპი:  „ირანი ერაყში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმებს გეგმავს“

1389587
ტრამპი:  „ირანი ერაყში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმებს გეგმავს“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი, ერაყში ამერიკის სამხედრო ბაზებზე თავდასხმას გეგმავს. ტრამპი  აცხადებს, რომ თუ მსგავსი რამ  მოხდება, ირანს დაუყნებლივ უმკაცრესად უპასუხებენ.

ამერიკის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით ირანთან მიმართებაში განცხადებები გააკეთა: „ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, დარწმუნებულები ვართ, რომ ირანი ან მის მიერ მხარდაჭერილი ძალები ერაყში, აშშ-ს    ძალებზე ან კიდევ  ბაზებზე  თავდასხმას გეგმავენ. თუკი ეს განხორციელდება, ირანი ამისთვის ძალიან დიდ საფასურს  გადაიხდის!“, წერს დონალდ ტრამპი Twitter-ში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვრის თვეში ამერიკამ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასიმ სულეიმანი ერაყში საჰაერო ოპერაციით მოკლა. ამის შემდეგ კი ირანი ერაყში განთავსებულ აშშ-ს სამხედრო ბაზებზე პერიოდულ სარაკეტო თავდასხმებს ახორციელებს.


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #ერაყი , #ირანი , #ტრამპი

მსგავსი ინფორმაციები