„კოვიდ-19“-ის მდგომარეობა დასავლეთში

„კოვიდ-19“-ის მდგომარეობა დასავლეთში

1384226
„კოვიდ-19“-ის მდგომარეობა დასავლეთში

ჩინეთში ქალაქ, უხანიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსი (კოვიდ-19) დასავლეთის ქვეყნებში სწრაფად ვრცელდება. იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 601 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 6077-ს მიაღწია. ესპანეთში კოვიდ-19-ის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვი 512-ით გაიზარდა რა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2694-ს მიაღწია.  საფრანგეთში სადაც  გარდაცვლილთა რიცხვმა  860-ს მიაღწია, დაინფიცირებულია თითქმის 20 000 ადამიანი. ნიდერლანდებში სადაც კოვიდ-19-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 213-ს მიღწია, დაინფიცირებულთა რიცხვი 4749-მდე გაიზარდა. ქვეყანაში სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა აიკრძალა. ის ვინც 1,5 მეტრის დისტანციას არ დაიცავს, 400-იდან 4000 ევრომდე ჯარიმა დაეკისრება.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულია 116 ადამიანი. რაც შეეხება კანცლერ ანგელა მერკელს პირველი ტესტის შედეგად კორონავირუსი არ დაუდგინდა. საბერძნეთში სადაც უკვე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა ბოლო მონაცემებით ხსენებული ვირუსის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, დაინფიცირებულია 695 ადამიანი. ჩრდილოეთ კვიპროსის ბერძნულ მხარეში სადაც ამ დროისათვის დაინფიცირების 116 შემთხვევაა გამოვლენილი,  კარანტინი გამოცხადდა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელიმ კოვიდ-19 უპრეცედენტო გლობალურ კრიზისად შეაფასა.

დიდ ბრიტანეთში კი ამ დროისათვის კოვიდ-19-ის შედეგად 335 ადამიანი დაიღუპა.

ევროპის სხვა ქვეყნებში კოვიდ-19 შედეგები ასეთია: შვეიცარიაში ამ დროისათვის დაღუპულია 112 ადამიანი,  დაინფიცირებულია 8549. ავსტრიაში 21 დაღუპული, 3924 დაინფიცირებული. ჩრდილოეთ მაკედონია  დაინფიცირებულია 139, ალბანეთი 104, კოსოვო 35, ბოსნია-ჰერცოგოვინა 130. რაც შეეხება,  ამერიკის შეერთებულ შტატებს,  ბოლო მონაცემებით კოვიდ-19-ის შედეგად 585 ადამიანი დაიღუპა, დაინფიცირებულთა რიცხვი კი 46 367-მდე გაიზარდა.  ასევე  აშშ-ს ცენტრალური ძალების სარდლობაში კოვიდ-19-ის მეორე შემთხვევა გამოვლინდა. კანადაში ბოლო 24 საათის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე, დაინფიცირებულთა რიცხვი კი 2035-მდე გაიზარდა. კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო კი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ავსტრალიაში კოვიდ-19-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #დასავლეთი , #კოვიდ-19

მსგავსი ინფორმაციები